,,გასრულდა ჩვენი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა, გარდავხდეთ განვვლეთ ტრენინგი"... დღეს პრეზენტაციების დღეა, შეჯამება იმ შრომისა, სწავლისა ამ საინტერესო ტრენინგზე რომ ვისწავლეთ. ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოადგინა თავის პროექტთან შესაბამისი პრეზენტაცია. ,,ხელისკანკალით" აწყობილი, მაგრამ საინტერესო და შინაარსიანი იყო თითოეული მათგანი, ნახავ და დარწმუნდები, რომ არ გყავთ ხელწამოსაკრავი მასწავლებლები, რომ საგნის ცოდნა მთავარია-რაც არ იცი, სხვას რას გადასცემ?
კმაყოფილი ვარ ბატონო დათო, ასეთი ღირსეული ტრენინგისა თქვენი წყალობით, ჩემ თავად კი ბოდიშს გიხდით დავალების არასრულყოფილებისთვის, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ ჩემს შეცდომას.
გაგაძლიეროთ უფალმა და ყოველთვის გქონდეთ ძალა და ენერგია ჩვენს დასახმარებლად.
მადლობა ჩემს კოლეგებს ყველა სკოლიდან, გისურვებთ კარიერულ წინსვლასა და წარმატებას საქმიანობაში.
დიდი სიყვარულით,

No comments:
Post a Comment