Thursday, July 20, 2017

დღე მეცხრე

 ,,გასრულდა ჩვენი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა, გარდავხდეთ განვვლეთ ტრენინგი"... დღეს პრეზენტაციების დღეა, შეჯამება იმ შრომისა, სწავლისა ამ საინტერესო ტრენინგზე რომ ვისწავლეთ. ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოადგინა თავის პროექტთან შესაბამისი პრეზენტაცია. ,,ხელისკანკალით" აწყობილი, მაგრამ საინტერესო და შინაარსიანი იყო თითოეული მათგანი, ნახავ და დარწმუნდები, რომ არ გყავთ ხელწამოსაკრავი მასწავლებლები, რომ საგნის ცოდნა მთავარია-რაც არ იცი, სხვას რას გადასცემ?
 კმაყოფილი ვარ ბატონო დათო, ასეთი ღირსეული ტრენინგისა თქვენი წყალობით, ჩემ თავად კი ბოდიშს გიხდით დავალების არასრულყოფილებისთვის, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ ჩემს შეცდომას.
 გაგაძლიეროთ უფალმა და ყოველთვის გქონდეთ ძალა და ენერგია ჩვენს დასახმარებლად.
 მადლობა ჩემს კოლეგებს ყველა სკოლიდან, გისურვებთ კარიერულ წინსვლასა და წარმატებას საქმიანობაში.



 დიდი სიყვარულით,                                                     

                               



                                                                              

Monday, July 17, 2017

დღე მერვე

 დეტალურად განვიხილეთ მოსატანი დავალებები, ვისაუბრეთ აპლიკაციების შესახებ, ძალიან საინტერესოა, ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა. მოთმინებითა და ხალისით გვიხსნის და გვიმეორებს ნასწავლსა და გამეორებულს ჩვენი ტრენერი. ვუახლოვდებით ფინიშს.    

 მადლობა, ბატონო დათო.   
     
                                                                         

                                                                                        

Thursday, July 13, 2017

დღე მეშვიდე

 საინტერესო დღე იყო.გავიმეორეთ ელექტრონული კითხვარის შევსების წესი. ვისწავლეთ შეფასების ფორმები, ჩეკლისტი, როგორ დავდოთ ბლოგზე ჩვენი საქაღალდე, როგორ გავაფორმოთ ბლოგი, მაგრამ კარგად არ გამომივიდა. 

                                                                                      yvavilebi-ის სურათის შედეგი

Tuesday, July 11, 2017

დღე მეექვსე


 ტრენინგის თითოეული დღე ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. ყოველ დღე ახალ-ახალ ინფორმაციას გიგებთ ,,ინტელის'' კურსის შესახებ, რომ ამ ტექნოლოგიურ სამყაროს საოცრების მოხდენა შეუძლია. 
 დღეს ვირტუალურად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაურეთ. ვისწავლეთ სურათის ამოჭრა, ვიდეოს დაპაუზება და კადრის ამოჭრა (სურათის გადაღება). შევავსეთ საინტერესო 2 ტესტი. ვისაუბრეთ მრავალმხრივი ინტელექტის 8 ძირითად ტიპზე და დავალების სხვისთვის გაზიარებაზე. შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები.
 ბევრია არა? კი, მაგრამ ძალიან საინტერესო.

 მადლობა ბატონო დათო.                  
                                                                    Image result for ინტელის ლოგო


Saturday, July 8, 2017

დღე მეხუთე

 ბევრი საინტერესო იმფორმაცია მივიღე ამ დღეს. მოდულების განხილვა მნიშვნელოვან სიახლეს გვთავაზობს. მათ შორის უკუკავშირი, დასწყვილების მაგალითები, საავტორო უფლებების დაცვა. გამორჩეულად მომეწონა დაწყვილების მაგალითების განხილვა. ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა. ტრენერი ამ ყველაფერს მოთმინებითა და საინტერესოდ გვიხსნის. რეფლექსიის დაწერა დამაგვიანდა ხარვეზების გამო.

                                                                                                         Image result for სმაილები

Friday, July 7, 2017

დღე მეოთხე

  დღევანდელმა ტრენინგმა ჩემს ბევრ კითხვას გასცა პასუხი. საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული დღე იყო. კითხვარის შედგენამ ძალიან დამაინტერესა, აუცილებლად გამოვიყენებ ტესტების შედგენისა. დრო უცბად გავიდა.


Image result for წვიმა

Saturday, July 1, 2017

დღე მესამე


რთულია, მაგრამ საინტერესო.

,,ინტელის" მე-3 დონის ტრენინგი,,ეშმაკის ბორბალს" მაგონებს.მაღლა და მაღლა ადიხარ ნელ-ნელა, გეშინია, მაგრამ საოცრებაა, შენ თვალწინ სილამაზე, მშვენიერი ხედი იშლება, მშვიდდები და სიამოვნებით უყურებ ამ ლამაზ არემარეს.
  დღეს ვისწავლეთ საკვანძო კითხვების რუბრიკა, მისი გამოყენება პროექტის გეგმის შაბლონში. სიგელის, ბროშურის, მოსაწვევი ბარათის შექმნა და გაფორმება. განსაკუთრებული მადლობა pdf-ს ფორმატის ახსნისთვის, რომელიც ხშირად მჭირდება სკოლაში. პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული ტრენინგის დრო უცბად გავიდა.

,,ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს: ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე.პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი  იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს".
მადლობთ,

Image result for სანთელი