Saturday, July 1, 2017

დღე მესამე


რთულია, მაგრამ საინტერესო.

,,ინტელის" მე-3 დონის ტრენინგი,,ეშმაკის ბორბალს" მაგონებს.მაღლა და მაღლა ადიხარ ნელ-ნელა, გეშინია, მაგრამ საოცრებაა, შენ თვალწინ სილამაზე, მშვენიერი ხედი იშლება, მშვიდდები და სიამოვნებით უყურებ ამ ლამაზ არემარეს.
  დღეს ვისწავლეთ საკვანძო კითხვების რუბრიკა, მისი გამოყენება პროექტის გეგმის შაბლონში. სიგელის, ბროშურის, მოსაწვევი ბარათის შექმნა და გაფორმება. განსაკუთრებული მადლობა pdf-ს ფორმატის ახსნისთვის, რომელიც ხშირად მჭირდება სკოლაში. პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული ტრენინგის დრო უცბად გავიდა.

,,ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს: ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე.პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი  იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს".
მადლობთ,

Image result for სანთელი

1 comment: